თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება იგეგმება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება ვაქცინის დოზების მოწოდებაზეა დამოკიდებული.

"ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ბიზნეს სექტორში პრიორიტეტულია ის ჯგუფები, რომლებსაც უწევთ შედარებით დახურულ სივრცეში მუშაობა. ერთ-ერთი შემდეგი ეტაპი იქნება ამ ჯგუფებში ვაქცინაციის გააქტიურება, ასევე ბაზრობებზე, მაღაზიებში, მოლებში დასაქმებულები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დამატებითი დოზების მობილიზება, რომ ყველა ჯგუფის მოცვა მოვახერხოთ. მაის-ივნისში მოსალოდნელია დაახლოებით 300 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზით ვაქცინაციის გაგრძელება, რაც სერიოზული ნაბიჯი იქნება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე საჯარო სექტორის მოცვისთვის",- აცხადებს გაბუნია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს