ფრიდონ ინჯია - მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საუბნო და და საოლქო საარჩევნო კომისიაში - „პატრიოტთა ალიანსს" არ ვეხებით

მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო და და საოლქო საარჩევნო კომისიაში. „პატრიოტთა ალიანსს" არ ვეხებით, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიებში წევრები „პატრიოტთა ალიანსსაც“ უნდა ჰყავდეს და „ევროპელ- სოციალისტებსაც".

„ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობაში „ევროპელ სოციალისტებსაც" ჰყავდეთ წევრი, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც იანვარში შეიქმნა, მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობის პირველი დღეებიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ამისთვის ჩვენ მიგვაჩნია სამართლიანად, რომ ცესკო-ს და ამ კომისიებში წევრების რაოდენობა გაიზარდოს და იყოს 19 ან 21. ამ პერიოდში შეიძლება კიდევ გამოჩნდეს ახალი პარტიები და ყველას ჰქონდეს სრულფასოვნად მუშაობის პირობები.

„პატრიოტთა ალიანსს" არ ვეხებით. იმათ ჰყავდეთ თუ უნდათ საკუთარი წარმომადგენელი. მათ ნაცვლად არ მიგვაჩნია რომ გვქონდეს კვოტები. ჩვენ პრეტენზია „პატრიოტთა ალიანსის" დაფინასებაზე არ გვაქვს", - განაცხადა ინჯიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს