გიორგი ბარამიძე - კობახიძე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ნორმალურად უყურებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა იყოს - ეს პოლიტიკური ტვინმოგრეხილობაა

ირაკლი კობახიძე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ნორმალურად უყურებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა იყოს. უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური ტვინმოგრეხილობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განაუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის დემოკრატია.

„მმართველი ძალის წარმომადგენელს, რომელსაც ამდენი აქვს ნასწავლი უცხოეთში, როგორც ჩანს, დიდი ვერაფერი გაუგია და ლაპარაკობს, რომ თურმე ის, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ნორმალურად უყურებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა იყოს. უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური ტვინმოგრეხილობა“, - აცხადებს ბარამიძე.

მისივე განმარტებით, პარლამენტში შევა თუ არა პარტია, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკური საბჭო სხდომაზე, ან ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მიიღონ ისე, როგორითაც პარტიის თავმჯდომარე აირჩიეს.

ამასთან, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და კიდევ უფრო გამყარდა. ბარამიძე თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა