მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა.

„წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.

ამ ეტაპზე, გლდანის გამგეობა გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზის მოწყობა სრულდება. პროექტისთვის 250 000 ლარი არის გათვალისწინებული.

ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც დაახლოებით, 2 000 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება და 100 000 ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს