ვასილ ჩიგოგიძე - უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია

ბედნიერებისა და სიხარულისაგან დავმუნჯდი, უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია, - ამის შესახებ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის განახლებული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ამ ნანატრ სიტყვებს 5 წელი ელოდა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი და სრულიად კოლექტივი ოზურგეთის სახელმწიფო თეატრისა, სრულიად ქართული თეატრი, ყველანი ერთად. ბედნიერებისა და სიხარულისაგან, მე მაგალითად დავმუნჯდი. უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, უღრმესი მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ეს ჩემთვის არის სიზმარი, რომლის ახდენაზეც ვერ ვიოცნებებდი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას. მადლობა ყველას! აქ სხედან ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ყველაფერ ამაში. მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო! ყველა ქართულ თეატრს, სრულიად საქართველოს ასეთი ბედნიერება, გრანდიოზული სათეატრო სივრცეები მინდა ვუსურვო. აუცილებლად მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ოზურგეთი დღეს ფოლკლორის ქალაქია. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი დამსახურება, დამეთანხმებიან ამაში“,- განაცხადა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდა და 20 მილიონი ლარით დაფინანსდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა