სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატთა ნაწილმა მმართველი გუნდი დატოვოს და ოპოზიციასთან ერთად ფრაქციები შექმნას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, მათი პარტია 7- კაციანი საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე მუშაობს.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დეპუტატები მმართველ პარტიას გამოეყოს და მათი ფრაქცია ამ გზით დაკომპლექტდეს.

„ჩვენ შვიდკაციანი ფრაქციის შექმნაზეც ვმუშაობთ და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში არ გვიჩქარია, პარტიის ლიდერი ჩამოვა და ამ კონსულტაციებსაც მივიყვანთ ბოლომდე. მე ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტი ფრაქცია უნდა იყოს. ვინ იქნება ეს გამოჩნდება, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ გარკვეული რღვევა „ქართულ ოცნებაშიც“ მიმდინარეობს, ამიტომ არაფერი არ არის გამორიცხული. ჩვენი კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ჩვენს იდეოლოგიას გაიზიარებს. ვხედავ ფონს, რომ „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატები წამოვლენ, შესაბამისად ისინი უნდა დაბინავდნენ ოპოზიციურ ფრაქციებში და მათი გადმოსვლა იქნება პლუსი. რაც მეტი ოპოზიციური ფრაქცია იქნება შექმნილი მით უკეთესია, ეს დამატებითი ბერკეტია პარლამენტის შიგნით საქმიანობისთვის“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვასაც უპასუხა და მასთან თანამშრომლობა გამორიცხა, რადგან ის არის "ჩვეულებრივი "ქართული ოცნება“.

„არა, არა, არა და არა - ეს გამორიცხულია. გახარია ახალი ძალის სახით არ შემოსულა, ის არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნება“, მისი სახე და აღმასრულებელი წლების განმავლობაში. გახარიას დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინა არ არის, მისი დამსახურებაა, რომ პანდემიასთან ბრძოლა არ გამოგვივიდა და 100 000-ობით ადამიანი გაღარიბდა. გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კრიზისმენეჯერი, არაფერს ვამბობ 20 ივნისზე და გაზრდილ კრიმინალზე მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს. გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა ბ. არ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ხმას აძლევდა ოპოზიციურ პარტიებს გაუჩნდეს სენტიმენტი და ხმა მისცეს გახარიას პარტიას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო