რუსლან აბაშიძემ სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს პერსონალური დაცვის საშუალებები და სამედიცინო აღჭურვილობა ჩაუტანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სამედიცინო აღჭურვილობა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისთვის კოვიდ-19 პანდემიის დროს“ ფარგლებში, სენაკის, ხობის, ზუგდიდის და ჯვარის დევნილთა ამბულატორიებს გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა