გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღინიშნება

17-23 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გლობალური კვირეულის გზავნილია - გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ხოლო თემა - ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების 30კმ/სთ-მდე შემცირება გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას, კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს.

ამასთან, ქუჩებში დაბალი სიჩქარით მოძრაობა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და იცავს ყველაზე მოწყვლად საგზაო მოძრაობის მონაწილეებს: ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

2021 წლის პირველ კვარტალში არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 94 ადამიანი დაიღუპა და 1613 დაზიანდა. სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად აღემატება სხვა საგზაო დარღვეევებთან შედარებით გამოწვეულ მსხვერპლს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით გლობალური კვირეულის განმავლობაში სოციალურ კამპანიას გეგმავს, რაც გულისხმობს სოციალურ ქსელებში ვიდეო და ფოტო მიმართვების გავრცელებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

17 მაისს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, ქ. თბილისის მერიისა და გაეროს მხარდაჭერით, ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლაში (მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49) ღონისძიებას გამართავს. სკოლის მიმდებარედ მოსწავლეები გაეროს გლობალური კვირეულისთვის განკუთვნილ გზავნილს #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის გზაზე დაწერენ და მოუწოდებენ მძღოლებს დაბალი სიჩქარით იარონ იქ, სადაც სკოლის ზონაა და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.

"ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონამდე ადამიანი კი იღებს მძიმე ტრავმას, ხოლო 15-44 წლამდე ადამიანებში სიკვდილიანობის და საგზაო მოძრაობის ტრავმების მიხედვით დღესაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ამ ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომის და/ან სხვა ადამიანური ფაქტორების ბრალია. Მნიშვნელოვანია გზებზე მსხვერპლის შემცირება როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე საზოგადოების გააქტიურებით.

2020 წელს საქართველოში სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს სულ 6 640 მოქალაქე დაზიანდა, 450 კი გარდაიცვალა. სიჩქარის გადაჭარბებით დაიღუპა 58 პირი, ხოლო დაზიანდა 399. 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დაიღუპა 94, ხოლო დაშავდა 1613 პირი, აქედან სიჩქარის გადაჭარბებით დაიღუპა 11, ხოლო დაზიანდა 135 პირი.

შემოუერთდით სოციალურ კამპანიას, ატვირთეთ სოციალურ ქსელებში საჯარო ფოტო/ვიდეო მიმართვები ჰეშთეგით #შტრეეტFორLიფე #ქუჩებისიცოცხლისთვის, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლეს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა