კახა კუჭავა - ფონდი „ქართუ“ გვანებივრებს ბევრი პროექტით და ქველმოქმედებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბებით ვხედავთ, თუმცა, არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს

ფონდი „ქართუ“ ჩვენ გვანებივრებს ბევრი პროექტით, ბევრი ქველმოქმედებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბებით ვხედავთ, თუმცა, არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ეს ნამდვილად წარმოადგენს ამ გამონაკლისს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოზურგეთში, თეატრის განახლებული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ეს არ არის მარტო თეატრი მისთვის, ეს არის ადგილი, სადაც ყველამ, ყველა ასაკის წარმომადგენელმა უნდა ჰპოვოს საკუთარი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება.

„დიდი მადლობა მოწვევისთვის. არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როდესაც შემოხვალ ამ თეატრში, ნახავ ამ ბრწყინვალე შემოქმედებას, დიდი მადლობა. თქვენ დაგვათვალიერებინეთ მცირე დარბაზიც, მუზეუმიც, ხმის ჩამწერი სტუდიაც. იცით, ეს არ არის მარტო თეატრი ჩემთვის, ეს არის ადგილი, სადაც ყველამ, ყველა ასაკის წარმომადგენელმა უნდა ჰპოვოს საკუთარი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება. თქვენ ახსენეთ „არტ კაფე“. რა თქმა უნდა, ყველა ეს ის კომპონენტია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენ აქ ბოლომდე მიგვაჯაჭვებს და მოგვცემს საშუალებას, ვისიამოვნოთ იმ წარმოდგენებით, რომლებსაც დღესაც ვიხილავთ და მომავალშიც. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და არ შეიძლება, ეს არ აღვნიშნოთ, ფონდი „ქართუ“ ჩვენ გვანებივრებს ბევრი პროექტით, ბევრი ქველმოქმედებით, რომელსაც ქვეყნის მასშტაბებით ვხედავთ, თუმცა, არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს და ეს ნამდვილად წარმოადგენს ამ გამონაკლისს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიის და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა ეს სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ის უნდა გახდეს ადგილი, სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომელსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ. რა თქმა უნდა, ამ დღეს პირველ რიგში ვულოცავ თითოეულ მსახიობს, რეჟისორს, თანამშრომელს, რომელიც ამ თეატრში მოღვაწეობს და ვუსურვებ მათ დიდ წარმატებას“, - განაცხადა კუჭავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა