ანა დოლიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატობას განიხილავს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ მხარდამჭერებთან ერთად განიხილავს, რადგან მხარდაჭერის გარეშე ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, მერობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობა, ეს არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის თანამდებობის პირი საქართველოში. ჭორები დადის უკვე ჩემზე და რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავ. მერობის კანდიდატურა ჩემთვის არის საფიქრალი, განსახილველი მხარდამჭერებთან ერთად, რადგან თუ მხარდაჭერა და ზურგი არ გაქვს აზრი არ აქვს რაღაცაზე ფიქრს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მერობის კანდიდატურაზე არსებულ კონკურენციასთან დაკავშირებით, დოლიძემ განაცხადა, რომ მთავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში არა განათლება, ან თანამდებობისთვის მომზადება, არამედ ფულადი რესურსი იქნება.

„ეს შეიძლება იყოს საინტერესო ბევრი გაგებით, მთავარი კონკურენტი ამ შემთხვევაში იქნება ფული, არა განათლება, აქეთ-იქით რომ გავიხედოთ და ჩვენს დღევანდელი მერის მდგომარეობას რომ შევხედოთ, არა მომზადება ამ თანამდებობისთვის, არამედ უზარმაზარი ფულადი რესურსი, რომელიც უკან უდგას ძალიან ბევრს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა