პალესტინის პოზიციით, აშშ-ის დუმილი ისრაელს ომის დანაშაულში ხელს უწყობს

პალესტინის პოზიციით, აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი ისრაელს ღაზას სექტორში, იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში ომის დანაშაულში ხელს უწყობს. ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნაბილ აბუ რუდეინაჰმა განაცხადა.

„ისრაელის ქმედებებზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილმა და ამ ვითარების თავდაცვად შერაცხვამ ღაზაში, დასავლეთ სანაპიროებსა და იერუსალიმში სიტუაცია ხოცვა-ჟლეტამდე მიიყვანა“, - განაცხადა ნაბილ აბუ რუდეინაჰმა.

მან აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდა აქტიურად ჩაერიოს და „შეაჩეროს ისრაელის ულმობელი შეტევა“, თუკი დაინტერესებულია რეგიონალური და საერთაშორისო მშვიდობითა და უსაფრთხოებით. მისივე თქმით, პალესტინელი ხალხი არასდროს მიატოვებს საკუთარ მიწას, იერუსალიმსა და წმინდა ადგილებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა