საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს

14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პირველ დღეს, სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. კონგრესმენის განცხადებით, ნატო-მ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება. მან ასევე ისაუბრა ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი. გამოთქვა იმედი, რომ ნატო-ს მოკავშირეების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს, მიღწევებს და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

დისკუსიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის პრეზიდენტს დაუსვა კითხვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის ალიანსის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავების შესახებ. ქართველი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოს, უკრაინასა და ალიანსს შორის ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მომხრეა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ოპერაციებში და წვრთნებში და შესაბამისად, მოელის მეტ ინტეგრაციას ნატო-სთან. მისი თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს საქართველოსთან ერთად იმუშაოს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი, რომელმაც ასევე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს