ლევან იოსელიანი - კახა კუჭავასთან ჩემი და ალეკო ელისაშვილის შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა, ჩვენ, თავის დროზე მის კანდიდატურას  მხარი დავუჭირეთ, დღეს დავრწმუნდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო

პარტია „მოქალაქეების“ წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.

როგორც „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ის დარწმუნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას არჩევას დაუჭირა მხარი.

„თითქმის 2 საათი გაგრძელდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩემი და ალეკო ელისაშვილის შეხვედრა. იცით, ოპოზიციიდან მხოლოდ მე და ალეკომ დავუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას თავის დროზე. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.

სწორი იყო იმიტომ, რომ მისი ხედვა ოპოზიციასთან ურთიერთობასა და ოპოზიციის როლის პარლამენტში გაძლიერებაზე ემთხვევა იმ მოლოდინებს, რაც მე გამაჩნდა.

მიმაჩნია, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს სიძულვილის, თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი, როგორც აქამდე იყო. ოპოზიციის მოსაზრებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

მე ვხედავ, რომ კახა კუჭავას მზაობა აქვს მოუსმინოს ოპოზიციას და მაქსიმალურად გაიზიაროს ის შეხედულებები, სადაც ვთვლით, რომ ჩვენი პოზიციები ქვეყნისთვის სწორია.

საუბარი არ ყოფილა რა უნდა პერსონალურად ოპოზიციას, საუბარი იყო იმაზე, თუ რა უნდა ინსტიტუციურად, მისი როლი როგორი უნდა იყოს პარლამენტში.

დასავლური გაგება სახელმწიფოს მართვის და პოლიტიკის კეთების, ოპოზიციის გარეშე არ არსებობს. ოპოზიცია ამ პროცესის მონაწილეა, ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთობლივად არის პროცესის შემოქმედი.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია. ეს შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. სწორია, რომ მან ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა დაიწყო. ყველასგან ისმენს იმ მოსაზრებებს, რაც გაგვაჩნია“, -აღნიშნავს იოსელიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო