გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ერთი მოადგილე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს, უმრავლესობის წარმომადგენელი უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ერთი მოადგილე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს, უმრავლესობის წარმომადგენელი იყოს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ეს ლოგიკა ოპოზიციის ნაწილს ესმის და აღნიშნული საკითხი შეუთანხმებელი არაა.

„რასაკვირველია, ნაკლებად დასაშვებია, რომ როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მაინცდამაინც ამ პერიოდში საგანგებო ვითარებაში მას ხელი შეეშალოს თავის ფუნქციების შესრულებაში, მაგრამ ასეთი ვითარების დაშვება შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი წინადადებაა, რომ ერთი მოადგილე იყოს კიდევ უმრავლესობიდან იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებლობა იქნება შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა. თუ არადა იქნება ისე, როგორც კომისიის სხვა წევრი. ამ ფუნქციით იყოს შემოსული. შესაძლოა, კიდევ სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, რომ არაპარტიული პროფესიული შემადგენლობიდან აირჩეს თავმჯდომარის მოადგილე. ვფიქრობ, რომ ეს არ არის თემა, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია. კარგია, რომ მსჯელობის ლოგიკა ოპოზიციის დიდ ნაწილს ესმის“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო