კახა კუჭავა „ნაცმოძრაობაზე“- თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, ეს კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია

პარლამენტის თავმდომარის კახა კუჭავას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას, ეს კარგი იქნება, რადგან ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია.

„პარლამენტის ინტერსებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. 150 ადგილი აუცილებელია, რომ შევსებული იყოს პარლამენტში და საპარლამენტო ტრიბუნიდან თითოეული ამომრჩეველის ხმა ისმოდეს. ამიტომ, თუ საბოლოოდ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც ზუსტად პარლამენტია“, - აცხადებს კახა კუჭავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქცია, რომელიც გაუქმდა.

„ ამ ქვეყანაში ყველა პარტიას ჰყავს თავის ამომრჩეველი და მათ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი, ის ასახულია იმ 9 პარტიულ პარლამენტში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი სურვილი იქნებოდა ყველამ სცეს პატივი თავის ამომრჩევლის ნებას კონსტრუქციულ ფორმაში და არა ქუჩის აქციებითა და ძალადობით, განახორციელონ თავიანთი უფლებები საპარლამენტო ტრიბუნის მეშვეობით“, - აცხადებს კუჭავა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქცია, რომელიც გაუქმდა.

„ამ ქვეყანაში ყველა პარტიას ჰყავს თავის ამომრჩეველი და მათ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი, ის ასახულია იმ 9 პარტიულ პარლამენტში, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი სურვილი იქნებოდა ყველამ სცეს პატივი თავის ამომრჩევლის ნებას კონსტრუქციულ ფორმაში და არა ქუჩის აქციებითა და ძალადობით, განახორციელონ თავიანთი უფლებები საპარლამენტო ტრიბუნის მეშვეობით“, - აცხადებს კუჭავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს