გია ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“ - ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით ჩამოაყალიბონ საბოტაჟის რეჟიმი.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს. მისი თქმით, პარლამენტი დესტრუქცისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მცირე თუ საშუალო, „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“ და აქვს გარკვეული სტრატეგია. თუ ამ სტრატეგიას შეცვლიან, მნიშვნელოვანწილად უნდა შეცვალონ და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდნენ იმიტომ, რომ ეკონომიკური, ჯანდაცვის, ბიუჯეტის, არჩევნების საკითხეებია და რასაკვირველია, ნებისმიერი პარტიიდან საზოგადოება ელოდება კონსტრუქციულ მსჯელობას. კონსტრუქციული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ მწვავე მსჯელობა არ უნდა იყოს, მაგრამ თავად ყოფილი პარტიელებიც გარკვეული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს ამჟღავნებენ. იმედი ვიქონიოთ, ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებენ რა უნდა ჩვენს ქვეყანას და რა პრობლემები არსებობს მის წინაშე. პარლამენტი არ უნდა იყოს გამოყენებული დესტრუქცისთვის. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფულები“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო