კახა კუჭავა კითხვაზე, უნდა მოუხადოს თუ არა ოპოზიციამ ბოდიში თამარ ჟვანიას - თუ საჭიროა, ბოდიშის მოხდა, ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას

ჩვენ ვქმნით დემოკრატიული, ევროპული ყაიდის ქვეყანას, სადაც თუ საჭიროა, ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას“, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ჟურნალისტების კითხვას, უნდა მოუხადოს თუ არა ოპოზიციამ ბოდიში ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას.

როგორც კახა კუჭავა აღნიშნავს, ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ვის „რატომ მოუხდის ბოდიშს“.

„ჩვენ ვქმნით დემოკრატიული, ევროპული ყაიდის ქვეყანას, სადაც თუ საჭიროა, ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. კარგად უნდა ვისწავლოთ არამარტო ფურცელზე დაწერილ კომპრომისებზე წასვლა, არამედ ქმედებებით წასვლა.

ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ ადამიანს. ნებისმიერი სახის ბრალდება, რომელიც აღმოჩნდება უსაფუძვლო, მორალური მომენტია ვინმესთვის ქმნიდეს საფუძველს, რომ არ შერცხვეს ბოდიშის მოხდის, თუ ჩათვლის, რომ არ იყო მართალი.

საბოლოო ჯამში, ყველა თავისით გადაწყვეტს ვის რატომ მოუხდის ბოდიშს, რაც ყველაზე მთავარია ამას მოსახლეობა შეაფასებს“,-აღნიშნავს კუჭავა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას. მისი თქმით, თუ ოპოზიცია ბოდიშს არ მოიხდის, სულ მცირე იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს, რომ მოიკითხოს, რა გადაიტანა ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მასზე პერსონალური შეტევა ხორციელდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა