გია ვოლსკი - ზაალ უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა

ზაალ უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც არ შეწყვეტს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების დროს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„ამ თამაშში, სადაც ყველაფერი წააგეს და როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, საზოგადოება არ თანხმდება ამ რევოლუციურ სცენარს, ისინი ეძებენ გარკვეულ წინაპირობას და დასაბუთებას იმისთვის, რატომ შემოდიან პარლამენტში. მაგრამ ეს განცხადებები იმდენად ანტისახელმწიფოებრივია, ვფიქრობ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ, როდესაც საქმე მიდგება არჩევნებზე. ყველას წინააღმდეგაა ეს განცხადება, არც „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს აწყობთ ის, რასაც ზაალ უდუმაშვილი ქადაგებს - რევოლუცია და მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია სტაბილურობით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, იმას არ ნიშნავს, რომ აქციებზე უარს იტყვიან. „ერთდროულად ვიქნებით როგორც საპარლამენტო, ასევე ქუჩის ოპოზიცია“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა