შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე - შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ "განცდებს", "აღქმებს", "შთაბეჭდილებებს" და ვისაუბროთ მტკიცებულებებით

„სამწუხაროა, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს "განცდებზე" დაფუძნებულ დასკვნას და ამით "აჩენს განცდას“, რომ მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას.

მისივე თქმით, საჭიროა მტკიცებულებებით და ფაქტებიც საუბარი.

„მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს", "აღქმებს", "შთაბეჭდილებებს" და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის