„დედაენის ბაღში“, სადაც ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბიეს, ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ლგბტქ პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან

„დედაენის ბაღში“, სადაც ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაარბიეს, ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ლგბტქ პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის ლგბტქ პროპაგანდა მიუღებელია.

"არა ლგბტქ პროპაგანდას. ჩვენ არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ მოქალაქეები, მრევლი", - აცხადებენ ადგილზე შეკრებილები.

მათივე ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილის მიერ ლგბტ აქტივისტების მიმართ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. როგორც ისინი აცხადებენ, ფალავანდიშვილმა "შეღებილი ჯიხური გადააგდო და ის ადამიანებს არ ერჩის".

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. „თბილისი პრაიდის" აქტივისტის ბექა არჩვაძის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაშალა და იმ მყოფ აქტივისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება