პაატა მანჯგალაძე - არ მგონია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის პარტიული ნიშნით დანიშვნის საკითხი ხელისუფლებისთვის პრინციპული იყოს და ამან გამოიწვიოს უთანხმოება

არ მგონია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის პარტიული ნიშნით დანიშვნის საკითხი ხელისუფლებისთვის იყოს პრინციპული და ამან გამოიწვიოს ჩვენს შორის უთანხმოება, მე მგონია, რომ გარკვეულ კომრომისზე წამოვლენ ამ ნაწილში,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლპარაკებების კონტექსტში განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას, რა საკითხების განხილვაც მოხდა უმრავლესობასთან, პრინციპული უთანხმოება არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ძირითადად მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა გადავიტანოთ „საარჩევნო კოდექსში“, ასევე არსებობს ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის დასკვნა და ამის შემდეგ მხარეები გავცვლით ერთმანეთში იმ ხარვეზებს, რომლებიც გამოავლინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. რაც შეეხება მოადგილის საკითხს, ეს დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები უმრავლესობასთან და არ მგონია, რომ ჩვენს პოზიციებს როცა მოისმენენ კიდევ ერთხელ ხელისუფლებისთვის ეს საკითხი იყოს პრინციპული და ამან გამოიწვიოს ჩვენს შორის უთანხმოება. მე მგონია, რომ გარკვეულ კომრომისზე წამოვლენ ამ ნაწილში. აქ არის საუბარი ასეთ რამეზე, რომ იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე არ იქნება, რამდენად სამართლიანია, რომ პარტიული მოადგილე ასრულებდეს მოვალეობას - ეს არის ხელისუფლების არგუმენტი. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ადამიანი, რომელიც ინიშნება პარტიული ნიშნით, წყვეტს ფორმალურად და სამართლებრივად ურთიერთობას პარტიასთან და დროებით მოვალეობის შესრულება არ გამოიწვევს არაფერს, მითუმეტეს, ვერაფერს ვერ გააკეთებს ისეთს, რაც არ გაუკეთებია აქამდე თამარ ჟვანიას,“-განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურად იმუშავებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იმ პირობებში თუ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანია დარჩება, მანჯგალაძემ განმარტა, რომ ცვლილებები რეალობას იმგვარად ცვლის, რომ თამარ ჟვანიას ფაქტორი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

„მთელი ეს რეფორმა და ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაყალბების რისკები. გაყალბების წინაპირობას ქმნიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული დღევანდელი დაკომპლექტების წესი. იცვლება დაკომპლექტების ეს წესი, ასავე, გაყალბების მაღალი რისკი, სადაც იყო, „კარუსელი“, ბიულეტენების მოპარვა, ჩაყრა, ამ ნაწილში შემოდის ელექტრონული ტექნოლოგიები, ხმების დათვლის ნაწილში შემოდის მაღალი რეზოლუციის კამერის ქვეშ სავალდებულო დათვლის პირობა. ასევე იცვლება გასაჩივრებისა და ოქმების გადათვლის წესი, ეს ყველაფერი ქმნის აბსოლუტურად სხვა რეალობას და ისეთ რეალობას, რომ ჟვანია და გინდ ჩიბურდანიძე იყოს თავმჯდომარე, არ ექნება არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ იმ რეალობაში როცა გარკვეული კითხვის ნიშნები და სერიოზული დასაბუთება გვქონდა ჩვენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჟვანიას არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს დარჩეს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა