ანა ნაცვლიშვილი - მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ამის რევიზია ვერ მოხდება

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაძლო რეფორმირების შედეგად სისტემა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ სისტემა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე არ გასწორდება, საარჩევნო რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრამდე განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, საუბნო და საოლქო კომისიების შერჩევის თემა კრიტიკულია.

„დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ექნება ფართო მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ეს წერია და ამის რევიზია ვერ მოხდება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, კრიტიკული საკითხია, როგორც მოხდება საუბნო და საოლქო კომისიების წევრების შერჩევა, რადგან ცესკოში სისტემა შეიძლება გახდეს უკეთესი, მაგრამ თუ სისტემა ვერ გასწორდა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მათ შორის უბნის და ოლქის დონეზე, ეს რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს. ჩვენ პრინციპულად გვინდა, რომ რეალური ცვლილებები მოხდეს არა მხოლოდ ცესკოს, არამედ ოლქის და უბნის დონეზე. ესაა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომელიც ამ რეფორმის წარმატებას ან წარუმატებლობას გადაწყვეტს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა საკითხები, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს