იაგო ხვიჩია - პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა, ვფიქრობ, საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა

პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა, რაღაც საკითხებზე მაინტერესებდა მისი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა „გირჩის“ შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი პატიმრების მდგომარეობის გაცნობის მიზნით საპატიმროში დეპუტატების ვიზიტების პროცედურას, მეორე კი პარტიების დაფინანსებას ეხებოდა.

„მე მაინტერესებდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად განწყობა რა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, მაგალითად, თქვენ იცით, რომ მე მაღელვებს, ზოგადად, პატიმრების ბედი და გვჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე. ამის წესების და პირობების გარკვევა მაინტერესებდა და მეორე, არსებობს რამდენიმე კანონპროექტი, სადაც მე მაქვს რაღაცნაირი ინტერესი და მაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის აზრი, მაგალითად, ერთ-ერთი არის კანონპროექტი, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკური ლობიზმის განხორციელებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის არის მნიშვნელვანი,“- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ წუთას არ ჩანს საკითხი, რომელმაც შეიძლება ისეთი გაუგებრობა გამოიწვიოს, რომ კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალოს.

„რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსს“, იმედი მაქვს, რომ კონენსუსის რესურსი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთას ვერ ვხედავ ისეთ საკითხს, რომელმაც შეიძლება იმხელა გაუგებრობა გამოიწვიოს, რომ კონსენსუსი ვერ შედგეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ წუთას არსებობს შეთანხმება და ყველა მუხლი ყველა მონაწილისთვის მისაღებია, ასე არ არის, თუმცა არსებობს შეთანხმების რესურსი,“- განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა