პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ მათი კანდიდატი დანიშნულიყო, განხილვიდან მოიხსნა

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მოთხოვნა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ მათი კანდიდატი დანიშნულიყო, განხილვიდან მოიხსნა.

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება, რა პრინციპით დაინიშნება თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენელი. ამასთან, მანჯგალაძე განმარტავს, სხვა რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ორშაბათს გვეცოდინება ზუსტად, მუხლობრივად, რაზე ვთანხმდებით და რაზე - არა. ახლა უბრალოდ დაზუსტება მიდიოდა შემდეგ საკითხებზე - ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე ვისაუბრეთ, ყველაფერზე შეთანხმებული ვართ, ღიად იყო დარჩენილი მოადგილის დანიშვნის საკითხი. “ქართული ოცნების” მოთხოვნა, რომ თავისი მოადგილე დაენიშნათ, მოხსნილია. ახლა საუბარია იმაზე, რა პრინციპით დავნიშნავთ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციიდან იქნება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, როგორ ვარჩევთ პროფესიული ნიშნით ადამიანებს - ვის შეუძლია წარადგინოს პრეზიდენტთან კანდიდატი, შემდეგ როგორ იხილავს ამას პრეზიდენტი. ეს დეტალები უნდა გაიწეროს. საუბარი იყო ასევე საუბნო და უბნის დონეზეც - აქაც გვინდა იყოს მაღალი კვორუმი. უმრავლესობას კი არ შეეძლოს არჩევა, არამედ მეტი ხმა იყოს საჭირო, რომ ნდობა გავზარდოთ. ვერ გავიარეთ ტექნოლოგიების ნაწილი, რადგან სამშაბათს იგეგმება პრეზენტაცია და ველოდებით ექსპერტის დასკვნას, რამდენად სანდოა ეს ტექნოლოგიები. შემდეგი საკითხია, ასევე არჩევნების დღეს, როდესაც ოქმში ბალანსი არ დგება, რას ვაკეთებთ ამ დროს. შევთანხმდით, რომ ოლქებში 10% უნდა გადაითვალოს. მხოლოდ გადათვლის საფუძველზე იქნება ოქმებში ცვლილებების შეტანა. გასაჩივრების ნაწილს რაც შეეხება, ელექტრონულად იქნება საჩივრები და შესაძლებელი იქნება დავინახოთ რა საჩივრები დაიწერა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო