კახა კუჭავა 16-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს.

„ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცე სპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.

იხილეთ ვიდეო: კახა კუჭავა 16-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია