ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

ოჯახის სიწმინდის დღეს, წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება და სასულიერო პირები მსვლელობას ავტოკოლონებით გამართავენ.

როგორც ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსვლელობის დროს, სასულიერო პირები აკურთხებენ ქუჩებს და მოსახლეობას.

დღეს, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ პატრიარქის კურთხევით, მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

მისივე თქმით, მანამდე სამების საკათედრო ტაძარში აიაზმის რიტუალი შესრულდება.

"წელს გამომდინარე პანდემიური სიტუაციიდან, ქალაქის საყოველთაო კურთხევა მოხდება. დალოცავენ მოსახლეობას, აკურთხებენ ქუჩებს და ამით აღვნიშნავთ წლევანდელ წელს ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს.

11:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება მცირე აიაზმა, წყლის კურთხევა, რის შემდეგ ავტოკოლონებით მოძღვრები გაემართებიან თბილისის ყველა უბანში და აკურთხებენ როგორც მოსახლეობას, ისე ქუჩებს. წელს პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ფეხით მსვლელობა არ იქნება", - განაცხადა კოტე სვანაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა