"ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო

,,ლელომ” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, როგორც თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა, პოლიტიკაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას და პარტიის ყველა დონის მმართველი ორგანოს და ლიდერის აირჩევას უშუალოდ პარტიის წევრების მიერ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებზე.

„შიდაპარტიული, ანუ თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პოლიტიკურ მეთოდთა და პროცედურათა ერთობლიობა, როდესაც პარტიული გაერთიანების ყველა წევრს აქვს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მართვაში. პოლიტიკური ლიდერები დაქვემდებარებულები არიან აქტივისტებზე და მათ გადაწყვეტილებებზე და არა პირიქით, ვითარდება შიდა კონკურენცია, რომლის საშუალებითაც პარტიის წევრებს ეძლევათ შანსი თვითონ გახდნენ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების მმართველი ორგანოების წევრები და საკუთარი იდეები განახორციელონ.

შიდაპარტიული დემოკრატია ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იქნება წევრთა თანასწორობა, დამკვიდრდება როტაციის პრინციპი; აუცილებლად გათვალისწინებული იქნება გენდერული კვოტირება; უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალობა; მოხდება პარტიის მართვის დეცენტრალიზაცია;

რაც მთავარია, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, უკვე დამკვიდრებული ტენდენციაა შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებით პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების არჩევა. ფუნქციონირებადი დემოკრატია თავისთავად ნიშნავს თანამონაწილეობით დემოკრატიას!

პირველ ეტაპზე კონფერენციები ჩატარდება თბილისის 10 რაიონში. შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები აირჩევენ მმართველ გამგეობებს არანაკლებ - 5 და არაუმეტეს 7 წევრის შემადგენლობით. გამგეობები თავისი რიგებიდან აირჩევენ თავმჯდომარეებს.

ადგილობრივი ორგანიზაციების გამგეობები აირჩევიან ერთი წლის ვადით.

გამგეობის შემადგენლობაში აუცილებლად აირჩევიან ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი.

სწორედ ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გავლენას იქონიებენ, როგორც პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე, ისე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:"ლელომ" თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები დაიწყო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს