ლევან ვასაძე - გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა.

ვასაძემ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტს მიმართა.

"იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აღარ მოგვიწევს ყოველ წელს ნერვიულობა ასეთ სისულელეებზე. მე ამისთვის გადავდგი მათ შორის ეს ნაბიჯი, რომ ტრადიციული, ღირსეული საქართველო აღვადგინო. იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ასეთი რაღაცების ყოველ წელს ჩატარება. მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეიაღლუმებათ, თქვენ მართლა ...არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად. დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ", - განაცხადა ვასაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია