ლევან ვასაძე - მივმართავ მეგობრული რჩევით აშშ-ის ელჩს, გახდით ერთადერთი ამერიკული საელჩო მთელ მსოფლიოში, რომელიც პატივს სცემს ადგილობრივ ტრადიციებს და არ აღმართავს ქვეყნისთვის მიუღებელ დროშას

საზოგადოებრივი მოძრაობა - „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ლგბტქი პირებთან დაკავშირებით საელჩოების ერთობლივი განცხადება შეაფასა და აშშ-ის ელჩს თხოვნით მიმართა, არ აღმართოს ლგბტქი თემის დროშა საელჩოს თავზე და ამით გამოხატოს სოლიდარობა და პატივისცემა ქართული ტრადიციების მიმართ.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, საქართველოში „ცოდვის ნორმალიზაცია და ზეიმი არ უნდა მოხდეს“.

"რაც შეეხება უცხოელი საელჩოების პოზიციას, მინდა მივმართო ყველა უცხოელ საელჩოს, განსაკუთრებით ამერიკულს და ვუთხრა მათ, ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა, პარტნიორობა და კონსტრუქციული ურთიერთობები. ეს უნდა იყოს ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემის საფუძველზე. არავის აქვს უფლება თქვას, რომ ის, რაც ჩვენთვის არის ტრადიციული, არის სავალდებულო თქვენთვის, თქვენს ქვეყანაში. ნაირფეროვნება, რომელსაც ასე ქადაგებენ ზოგჯერ და არასწორად ესმით, სწორად ამას გულისხმობს. მრავალფეროვნება გულისხმობს ცივილიზაციათა სხვადასხვაობის აღიარებას. ამიტომ, მივმართავ თხოვნით და მეგობრული რჩევით აშშ-ის ელჩს, გახდით ერთადერთი ამერიკული საელჩო მთელ მსოფლიოში, რომელიც პატივს სცემს ადგილობრივ ტრადიციებს, არ აღმართავს იმ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელ დროშას თქვენი საელჩოს თავზე და ამით გამოხატეთ თქვენი სოლიდარობა და პატივისცემა ქართული ტრადიციების მიმართ. ნახავთ, როგორი ქმედითი ნაბიჯი იქნება ეს თქვენი მხრიდან, სამწუხაროდ, ნაწილობრივ დაზიანებული იმიჯის აღდგენისა, რომელიც არავის გვსურს. რაც შეეხება სექსუალური დისორიენტაციის ადამიანების მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში არის ძალიან მარტივი განმარტება, ჩვენ ეს ტრადიციულ საზოგადოებაში ცოდვად მიგვაჩნია. არავის ცოდვაში არ ვერევით. არავის ცოდვისთვის არ ვდევნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გვინდა დავუშვათ ცოდვის ნორმალიზაცია და მითუმეტეს, ზეიმი “,-განაცხადა ვასაძემ.

მან 17 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლგბტქი თემის მიმართ საზოგადოების პროტესტი ნათელია.

„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ, დასრულდა უმსხვერპლოდ, ერთი თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე და ამოცანა, რომელიც დავისახეთ, შესრულდა. იმ დღიდან მე გავხდი „ბრენდირებული“ მოძალადე იმ ხალხის მხრიდან, ვინც იმავე დღეებში სისხლში აბანავა რუსთაველის გამზირი, ვინც დაუშინა ხელკეტები და კომბლები ჩვენს სამართალდამცავებს, ვინც ყველანაირად ეცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ვინც შეაკლა ახალგაზრდები, დააკარგვინა მათ თვალები“,-განაცხადა ვასაძემ.

მან ასევე მედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედია დამოუკიდებელი და თავისუფალი უნდა იყოს და არა პარტიული. როგორც ვასაძემ განმარტა, სურს მედია არა შეზღუდოს, არამედ „ქაოსისგან გაათავისუფლოს“.

„ცალსახაა ვინ-ვისკენაა და სიმართლე-ტყუილი აღარ არსებობს, ყველა თავისას მიერეკება. მედიის დამოუკიდებლობის აწევა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან, მათ შორის ფინანსური დამოუკიდებლობისგან, ასევე მისი ობიექტურობის დონის, ღრმად მწამს, რომ თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი უნდა იყოს, მაგრამ ასე ასე ველურად, რომ მიდი ახლა ყველამ ერთმანეთს გადაუაროს“, - განაცხადა ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო