ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველო დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai მიიღებს მონაწილეობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული კომპანიები: WST Georgia , Guide of Georgia, Georgian Holidays , Voyager , Travel to Georgia 2010 , Arrival DMC და სასტუმრო The Biltmore Hotel იქნებიან წარმოდგენილები.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებს გამართავს.

„მოეწყობა სამუშაო შეხვედრები სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვან ტურისტულ კომპანიებთან. არაბთა გაერთიანებული საემიროები საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. დუბაის გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას.

კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი საშუალება ექნებათ ახალი კონტაქტები დაამყარონ და ტურისტული პაკეტები შესთავაზონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორებს. დუბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 2019 წელს მსოფლიოს 150-ზე მეტი სახელმწიფოს 2500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი დაახლოებით 40 ათასი იყო“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა