შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 17 მაისს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, შემდეგ სოფლებს: ყარაჯალასა და ყარათაკლიას.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.