რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აღნიშნავენ, შავუოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუოთის დღესასწაულს ულოცავს და წარმატებას, კეთილდღეობასა და სიკეთეს უსურვებს მათ. შავუოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია, იგი ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა და წლიდან წლამდე ებრაელებს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს შეახსენებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.