ანა ნაცვლიშვილი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე - ძალადობას სჭირდება სამართლებრივი პასუხი, მაგრამ მხოლოდ სისხლის სამართალი არ არის საკმარისი

ძალადობას სჭირდება სამართლებრივი პასუხი, მაგრამ მხოლოდ სისხლის სამართალი არ არის საკმარისი და სახელმწიფოს გააზრებული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ დაძაბული ფონი მოხსნილი იყოს,- ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს თანმიმდევრული, სამართლიანი, ნათელი და გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, რომელიც არ არსებობს.

„ძალადობა არის მიუღებელი. ერთ-ერთი მაღაზიის კადრებს ვუყურებდი, რაც ძალიან მძიმე იყო. როცა ძალადობრივი აქტები ხდება, სამართალდამცავებმა სწრაფად და სამართლიანად უნდა იმოქმედონ, მაგრამ ის გარემო, სადაც ღვივდება მსგავსი სახის დაპირისპირება, ეს ვერ იქნება მოვლილი მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებით. სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული, სამართლიანი, ნათელი და გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, რომელიც წლებია არ არსებობს როგორც დმანისში, ასევე იქ, სადაც ასეთი კერებია. ამ საშიშ ვითარებებს გარკვეული გარემოებები ააქტიურებს ხოლმე,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა