UNICEF და USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს: „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ იწყებს

„გაეროს ბავშვთა ფონდისა“ (UNICEF) და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გაეროს ბავშვთა ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში 23 მუნიციპალიტეტში, მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ტრენინგები და ვებინარები ჩატარდება.

„გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინფორმაციით, ასევე ჩატარდება, საინფორმაციო შეხვედრები თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია. კურსის დასასრულს, ყველა მონაწილეს პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. ინიციატივის ფარგლებში, ისინი მუნიციპალიტეტში დაგეგმავენ და მოხალისეობრივ პროექტებს თანატოლთა ჩართულობით განახორციელებენ.

„ტრენინგის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნობიან პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას, ჰიგიენის დაცვის აუცილებლობას და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და ქცევით რეკომენდაციების დაცვა დაავადებათა გავრცელების აღმოსაფხვრელად. ტრენინგს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სპეციალისტები და სხვა დარგის ექსპერტები.

ინიციატივა ,,ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია, პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ“-ი უკვე 10 წელზე მეტია, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის ახდენს მოხალისეობის პოპულარიზაციას და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით. #დაიცავიჰიგიენაშენიჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა