ფინანსთა მინისტრი - გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები

გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა, 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით.

„გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანებად თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.

ამისთვის გადასახადის გადამხდელმა, მიმდინარე წელის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ასევე, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს აღნიშნული პირობების შესრულება. გადასახადის გადამხდელს, რომელთაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, არსებითად შედგება, მხოლოდ შედგება ჯარიმა/საურავებისგან. მათ შესაძლებლობა ექნება ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე, შეთანხმებაზე გაფორმება. დავალიანების 30% გადახდის შემთხვევაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ყველა გადასახადის გადამხდელს ეხება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის.

„გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას მათ შორის აღიარებულს, საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ სასამართლო სისტემაში, მსგავსი ფორმით და პირობით წარმოდგენილი განცხადებები ფაქტობრივად ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი, მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება. მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას. თავისი შინაარსით იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს. უკვე ხვალიდან შესაძლებლობა ექნება მეწარმეებს მსგავსი ფორმით მიმართონ შემოსავლების სამსახურს“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს