სსე-მ ISO ხარისხის მართვის სერტიფიკატი მესამედ მოიპოვა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატი უკვე მესამედ მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სსე საქართველოში პირველი ენერგეტიკული კომპანია იყო, რომელსაც 2014 წელს აღნიშნული სერტიფიკატი მიენიჭა.

„2017 წელს, ხელახალი რესერტიფიცირების მიზნით, გერმანული კომპანიის DQS GmbH აუდიტორებმა შეამოწმეს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის შესაბამისობა ISO 9001:2015 სტანდარტის ახალი ვერსიის მოთხოვნებთან და დასკვნის საფუძველზე მიანიჭეს სამწლიანი სერტიფიკატი.

2021 წელს კი, კომპანიამ წარმატებით გაიარა ხელახალი რესერტიფიცირება. ახალი სერტიფიკატის მოქმედების ვადად 2023 წლის 13 ოქტომბერი განისაზღვრა.

ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ნიშნავს და მისი ისტორია 40-იანი წლებიდან იწყება. 1946 წელს, ლონდონში, მსოფლიოს 25 წამყვანი ქვეყნის 65 დელეგატი შეიკრიბა, რომელთაც სტანდარტის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. შეხვედრაზე შეიქმნა 67 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტი, რომელსაც ახალი საბაზრო ეტალონების შექმნა დაევალა. დღეისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს 164 ქვეყანაა, მათ შორის, საქართველოც. მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში წარმატებით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სსე, როგორც განვითარებაზე, ბიზნესის მართვის გაუმჯობესებასა და სისტემის შედეგიანობაზე ორიენტირებული კომპანია, კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ“, - ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს