ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, იძულებულია მანაც თქვას - „უნდა შეხვიდეთ პარლამენტში"

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თავიდან ბოლომდე ჩაფუშულია - სააკაშვილს დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ნება- სურვილი არაფერს წყვეტს, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას და პარტიის სხვა წევრების გამგზავრებას უკრაინაში.

მისი თქმით, სააკაშვილი ახლა იძულებულია პარტიის წევრებს უთხრას, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა, როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოში მათი შესვლით, პარლამენტს კონსტრუქციულობა არ შეემატება.

„ამ ადამიანებს დიდი ხანია სხვა გზა არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა, მათი პარლამენტში შემოსვლით საპარლამენტო ცხოვრებას კონსტრუქცივიზმი შეემატებაო, მე ამას ვერ ვიტყვი. გამომდინარე აქედან, მთელი ეს მოძრაობა არის შიდაპარტიული ცხოვრების გარკვევა- დალაგებასთან დაკავშირებული და თავიანთი ელექტორატის წინაშე თავის მართლება, რომ ის 6-7 თვიანი პოლიტიკის გამო, რაც მათ ატარეს, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა. სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, იძულებულია მანაც თქვას - „უნდა შეხვიდეთ პარლამენტში." სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თავიდან ბოლომდე ჩაფუშულია, არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია ამას საერთაშორისო პარტნიორებისგან და საქართველოს მოქალაქეებისგან. აქედან გამომდინარე, მას დიდი არჩევანი არ აქვს და მისი ნება- სურვილი არაფერს წყვეტს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა