ამირან გამყრელიძე - ჩვენ ახლა გარკვეულწილად პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს და გარკვეულწილად ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე, ანუ თანდათან შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. თუცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე სერიოზული ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა 2-3 კვირით მიყვება ეპიდსიტუაციის პიკს, ანუ იზრდება სიკვდილიანობა სწორედ პიკური პერიოდიდან 2 კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და მაისი როგორმე ამ დამშვიდებისკენ ტენდენციით გავიაროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა