ფინანსთა მინისტრი - ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე

ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც დამატებით ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი მოლოდინზე უკეთესია.

„თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე მილოდინები იყო წლის დასაწყისში, ასევე იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთან გვაქვს, რა თქმა უნდა, ლართან მიმართებაში ეს მოლოდინები აისახება დადებითად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო