არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი მართლმსაჯულებას ემალება და ვერ ჩამოდის, ამიტომ მელია ჩადის მასთან - სხვა პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ

სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ემალება და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ვერ საქართველოში ჩამოდის, სწორედ ამიტომ, მელია ჩადის მასთან , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას და პარტიის სხვა წევრების უკრაინაში გამგზავრებას.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" შევა თუ არა პარლამენტში, ეს მათი პრობლემაა და არა ოპოზიციის. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ყველა პასუხისმგებლიანი პარტია პარლამენტში უკვე წარმოდგენილია.

"ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პარლამენტისა და არჩევნების წინააღმდეგ საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი, მათი შეხვედრა და კომენტარები მეათე ხარისხოვანია, ნომერი პირველი საკითხი პანდემიის მართვა და ამით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებაა. ნიკა მელიას ჩასვლა სააკაშვილთან ემსახურება იმას, რომ სააკაშვილი ემალება ქართულ მართლმსაჯულებას და ვერ ჩამოდის საქართველოში, მიუხედავად არაერთი დაპირებისა. სწორედ ამიტომ, მელია ჩადის მასთან. სხვა შინაარსს ან რაიმე პერსპექტივას, რომ საქართველოს მომავალი ცხოვრებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, ვერ ვხედავ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის