არჩილ თალაკვაძე - გიორგი შენგელია მოქალაქეების მიერ არჩეული პირია და თვითონ რომ არ მიეღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვებას ვერანაირი ზეწოლით ვერავინ აიძულებდა

გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის მერის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაიმე სახის ზეწოლას მასზე გამორიცხავს.

"ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უკავშირდება პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მსჯელობა მერობის მომავალ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ზეწოლას, მე ამას გამოვრიცხავდი ორი მიზეზის გამო: პირველი - რა განმატებებიც გააკეთა გეგა შენგელიამ თვითონ, ოფიციალურ ბრიფინგზე და მეორე - ის გახლავთ მოქალაქეების მიერ არჩეული პირი და თვითონ რომ არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, ვერანაირი ზეწოლით მას თანამდებობის დატოვებას ვერავინ აიძულებდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა