გურამ გურამიშვილი - ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.) გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს განაახლებს. ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შეირჩევა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია, რასაც აღნიშნული პროგრესიც ადასტურებს.

"ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლო შევძლებთ, ინტერესთა გამოხატვის პროცედურის ჩატარებას უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით”,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია MTBS (ნიდერლანდების სამეფო) საზღვაო სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. სანავსადგურო სექტორში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პორტის განვითარების სტრატეგიებისა და გენერალური გეგმების შემუშავება, ფინანსური ანალიზი, დაფინანსების მოზიდვა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, ბაზრის ანალიზი, საკონსულტაციო მომსახურება ტენდერის პროცესში და ა.შ. კომპანიას სანავსადგურე სექტორში მსოფლიოს მასშტაბით ასობით დასრულებული და მიმდინარე წარმატებული პროექტი აქვს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა