აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი - მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება

მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება მომხდარი ინციდენტის მიმართ, იყვნენ ფრთხილად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მოახდინონ რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში , - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, დმანისში მომხდარი ინციდენტი კომიტეტის ყურადღების ცენტრშია.

„ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი მოვლენები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამამულო ომში მიღწეული გამარჯვება, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მდგრადი განვითარება, კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სერიოზულად აწუხებს მტრებს. ამ მხრივ, არსებობს ალბათობა, რომ დმანისის რეგიონში მომხდარი მოვლენები შეიძლება იყოს პროვოკაცია ან განზრახ ორგანიზებული. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გამოიჩინონ თავშეკავება მომხდარი ინციდენტის მიმართ, იყვნენ ფრთხილად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მოახდინონ რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”, - აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია