„მრავალეროვანი საქართველო“ დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ შეშფოთებით ადევნებს თვალს, დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას და ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რამაც შემდგომ მასშტაბური ხასიათი მიიღო.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სათანადო ზომების მიღების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, სიტუაცია უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ამასთან, „მრავალეროვანი საქართველო“ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რათა სამართალდამცველებმა უზრუნველყონ მომხდარზე თანაზომიერი, დროული და ეფექტური რეაგირება.

„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე, მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა შეაფერხოს კონფლიქტის მოგვარება და გამოაცხადონ მორატორიუმი, რაც საშუალებას მისცემს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სათემო და რელიგიურ ორგანიზაციებს იმოქმედონ აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ორგანიზაცია სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თემის გაშუქებას, მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე და არ გასცდნენ მედია სტანდარტებს. რათა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობას შორის დმანისში, არ გახდეს ვიწროპარტიული დაპირისპირების საგანი. უმნიშვნელოვანესია, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ხელოვნურად გამოწვეულ ეთნიკურ დაპირისპირებაში, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა