დავით ზალკალიანი ვლადიმერ ზელენსკის - მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება

მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია კიევში და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრის, დმიტროსი, რომ დამპატიჟეთ.

დღეს კარგი დღეა, რადგან ჩვენ მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ეს კი სამომავლოდ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით კარგი საწყისი წერტილია. ჩვენ საერთო გამოწვევები და საერთო მიზნები გაგვაჩნია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ერთად ამ დინამიკურად ცვალებად გარემოში, რომელშიც ჩვენთვის ცალ-ცალკე რთული იქნება გამოწვევებთან გამკლავება, სოლიდარული მიდგომისა და ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე.

თქვენი მადლობელი ვარ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც ასევე ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიხატება. ნება მომეცით, გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გააქტიურებულია და ხორციელდება არაერთი ვიზიტი კიევიდან თბილისში და პირიქით. ამრიგად ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ნიშნულზე ადის. პრეზიდენტმა ასევე დამაბარა, რომ ის მზად არის, უახლოეს მომავალში ჩამოვიდეს თქვენთან კიევში ოფიციალური ვიზიტით, რასაც აქამდე ხელს კოვიდ პანდემია უშლიდა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ გელით საქართველოში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი იმ იდეის კუთხით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ევროინტეგრაციის საკითხებს ეთმობა. ის ასევე ასოცირებული ტრიოს ლიდერებს უმასპინძლებს. ეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობა იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევა - ევროკავშირში გაწევრიანება“, - აღნიშნა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა