პრეზიდენტი - საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო

რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება, მისასალმებელია.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოხდა შეთანხმება, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს