მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭოზე დეტალურად გავიარეთ გეგმა, რაც “ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება

შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილეს ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს.

მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ იყო ის გეგმა, რაც “ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგენა არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მან სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა, დღის განმავლობაში საარჩევნო თემებზე მუშაობდა.

კახი კალაძე პარტიის ოფისში ორჯერ ვნახეთ, აქ კონსპირაცია არ გამოვა. საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არამხოლოდ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანია, ამ ეგიდით 2 სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა, ასევე ემზადება, ხვალ, თუ ზეგ პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი. დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც გაინტერესებთ ხოლმე“, - აღნიშნავს მდინარაძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ დათქმულ ვადებში გახდება ცნობილი კანდიდატების შესახებ, რაც შეეხება კახა კალაძეს, მდინარაძის თქმით, ,„კახი არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსეული ლიდერი, ასევე თბილისის საუკეთესო მერი“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს