კახა კუჭავა - 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება

2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშე ვდგავართ და ვიცით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ შედეგს ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციურ გეგმას ერთობლივი მუშაობა სჭირდება და ეს მიზანი მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ ვერ იქნება მიღწეული.

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ეს არის ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი, ამ საკითხებზე იმუშავებს საქართველოს პარლამენტი, სადაც 150 წევრია. უცილებელია ერთმანეთის გვერდში დგომა. მთავარი მიზანი, რომლის გარშემოც შეგვიძლია ყველა გავერთიანდეთ, არის ევროკავშირის წევრობა. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს