ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქალი, რომელიც პეკინზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს.

როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა, რეანიმაცია - ანესთეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა, ქალს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან ცეცხლის გაჩენის შემდეგ გადავარდა.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლი კორპუსის იმ ნაწილში არ იყო გავრცელებული, სადაც აღნიშნული ქალი იმყოფებოდა. უშუალოდ ხანძრის შედეგად ადგილზე არავინ დაშავებულა.

გამოძიება დაადგენს, ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან გადახტა, თუ შემთხვევით გადავარდა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივების ვარაუდით, შემთხვევა სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო