კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის წევრი გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის აკადემია უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. ამ მიზნით დაგეგმილია პრაქტიკები და მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები. ასევე, მნიშვნელოვანია აკადემიის სპეციალისტების ჩართულობა ენოტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაში.

„GWTO-სთვის დიდი პატივია კსუ-ს, როგორც სრულუფლებიანი წევრის მიღება”, - განაცხადა გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ხოსე ანტონიო ვიდალიმ.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გლობალური ტურიზმის ცოდნისა და ბიზნესის ქსელში, რომელიც მოიცავს ორგანიზაციების წევრობას მთელი ქსელიდან: სახელმწიფო მმართველობა; ცენტრალური, რეგიონალური და მუნიციპალური მთავრობა; კერძო სექტორის კომპანიები; საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას ტურიზმში, კერძოდ ღვინის ტურიზმის მენეჯმენტში, რაც საჭიროა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმატებისათვის. ჩვენი მთავარი მიზანია ღვინის ტურიზმის დანიშნულების ადგილების სოციო-ეკონომიკური განვითარების გაძლიერება, ყოვლისმომცველი ტურების შეთავაზება აკადემიური კვლევებითა და სპეციალიზებული ტრენინგ პროგრამებით. ამ რთულ მდგომარეობაში, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და კლიმატური ცვლილებების კრიზისთან, არსებობს საჭიროება და შესაძლებლობა, რომ თავიდან განვმარტოთ ახალი ღვინის ტურიზმის პარადიგმა. ღვინის ტურიზმის ეს საჭიროება ყურადღებას გაამახვილებს ცვალებად მოთხოვნასთან ადაპტაციაზე, ბაზრის მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა ზომა, სეგმენტი და როლი, რომელიც უნდა ითამაშოს ტურიზმის განვითარებისა და ქსელის კონტექსტში. წარმატებისათვის მთავარი გასაღებია ცოდნა და მისი მენეჯმენტი, სადაც GWTO-ს აკადემია წარმოადგენს ღვინის ტურიზმის ცოდნის მენეჯმენტის ცენტრს.

ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას აძლევს იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენს GWTO- ში!“

მათივე ცნობით, აკადემია, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამების შესაბამისად, ღვინის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

უფრო ვრცლად, გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია